top of page

ატმის ტარტი

  • Writer: nanonarnia
    nanonarnia
  • Jul 26, 2015
  • 1 min read

დღეს მოვამზადე ატმის ტარტი. ზაფხულისთვის ზედგამოჭრილია, მთავარია ცომი და ათასნაირი ხილით შეიძლება მისი გაკეთება.

სამწუხაროდ ვიდეოს გადაღება ვერ მოვახერხე და მხოლოდ ფოტოებს და რეცეპტს დავდებ <3 <3 <3

ცომი:

ავიღებთ 200გ. ფქვილს, 1ს/კ შაქარს, ცოტა მარილს და 100გ. კუბებად დაჭრილს ცივ კარაქს, ყველაფერს დანით კარგად ავკეპავთ, ხელით ვერ ავურევთ რომ კარაქი არ დადნეს. როცა კარაქს კარგად დავაქუცმაცებთ და აერევა ფქვილს დავასხამთ ძალიან ცივ 3-4 ს/კ წყალს , ისევ ვურევთ და შემდეგ სამზარეულო ცელოფანზე გადმოვყრით, მოვაგუნდავებთ და მაცივარში შევინახავთ 30 წთ.

გულსართი:

ამასობაში ატმებს კანიანად დავჭრით დიდ ნაჭრებად, ცოტა შაქარს მოვაყრით და გავაჩერებთ

ცომს გამოვიღებთ, გავიყვანთ ცოტათი, ჩავაფენთ ფორმაში გვერდები რომ ქონდეს, ატმებს ლამაზად მოვაწყობთ და 180 გრადუსზე 30-40 წუთი ვაცხობთ, ოქროსფერი უნდა გახდეს, ატამი უნდა დარბილდეს მაგრამ არ დაიშალოს.

ცხელი კარგია ნაყინთან ერთად <3 <3

გემრიელად მიირთვით <3 <3 <3 <3 <3 <3


 
 
 

Comments


join us

 for the 

PARTY

Recipe Exchange @ 9pm!

ცოტა რამ ჩემს შესახებ

მე ვარ ნანა (ნანუჩი) მგელაძე, 11 წლის. ძალიან ვარ გატაცებული კულინარიით. ხლა ვსწავლობ ყველაფერს და იმედია შეცდომებს არ შეიმჩნევთ და გვერდში დამიდგებით... :)))

 

კულინარიის გარდა ძლიან მიყვარს ცურვა, გორგოლაჭებით სრიალი, მეგობრებთან ერთად თამაში და ინტერნეტში ძრომიალი <3

Tag Cloud
Follow Me
  • Facebook Basic Black
  • Twitter Basic Black
  • Google+ Basic Black

© 2023 by My Weight Lost Journey. Proudly Created with Wix.com

bottom of page