top of page

ქლიავის პეროგი

  • Writer: nanonarnia
    nanonarnia
  • Aug 18, 2015
  • 1 min read

გემრიელი, ქლიავის წვენით სავსე პეროგი

ახლა რეცეპტიც:

ყველა ეტაპს ფოტო გადავუღე

დაგვჭირდება:

125გ ფქვილი

1ჩ/კ გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

200გ შაქარი (პლუს ცოტა მოსაყრელადაც)

115გ შერბილებული კარაქი

2 კვერცხი

დაახლოებით 10-12 ცალი მსუქანი, ტკბიი ქლიავი

2 ჩ/კ ლიმონის წვენი

1ჩ/კ დარიჩინი

პირველ რიგში ღუმელს ვაცხელებთ 180 გრადუსზე.

1) თასში ჩავყრით ფქვილს, გამაფხვიერებელს და მარილს და მოვურევთ.

2) ცალკე თასში შერბილებულ კარაქს და შაქარს მიქსერით ავთქვეფთ კარგად. დავუმატებთ კვერცხებს, ავთქვეფთ და შემდეგ ფქვილსაც ჩავყრით.

3) საცხობ ფორმას წავუსმევთ კარაქს, ჩავასხამთ ცომს, ზემოდან დავადებთ შუაზე გაჭრილ ქლიავებს, კანი ზემოთა მხარეს უნდა ქონდეს, მოვაყრით შაქარს, დარიჩინს, მოვასხამთ ცოტა ლიმონის წვენს და ვაცხობთ სანამ ოქროსფერი არ გახდება, დაახლოებით 45 წუთი დამჭირდა.

შემდეგ გავაგრილებთ და მივირთმევთ

მაგრამ ყველაზე გემრიელია, თუ რამეს დავაფარებთ და მეორე დღეს შევჭამთ, როცა ქლიავის წვენი კარგად გაუჯდება

გემრიელად მიირთვით <3 <3 <3


 
 
 

Comments


join us

 for the 

PARTY

Recipe Exchange @ 9pm!

ცოტა რამ ჩემს შესახებ

მე ვარ ნანა (ნანუჩი) მგელაძე, 11 წლის. ძალიან ვარ გატაცებული კულინარიით. ხლა ვსწავლობ ყველაფერს და იმედია შეცდომებს არ შეიმჩნევთ და გვერდში დამიდგებით... :)))

 

კულინარიის გარდა ძლიან მიყვარს ცურვა, გორგოლაჭებით სრიალი, მეგობრებთან ერთად თამაში და ინტერნეტში ძრომიალი <3

Tag Cloud
Follow Me
  • Facebook Basic Black
  • Twitter Basic Black
  • Google+ Basic Black

© 2023 by My Weight Lost Journey. Proudly Created with Wix.com

bottom of page