სტაფილოს კექსი
- nanonarnia
- Jan 19, 2016
- 1 min read

სტაფილოს კექსი ძალიან გემრიელია, ღირს რომ სცადოთ და გასინჯოთ :)
დაგვჭირდება:
4ც. კვერცხი,
2 ჭიქა შაქარი,
2 ჭიქა ფქვილი,
1 ჭიქა მცენარეული ზეთი,
2 ჭიქა გახეხილი სტაფილო (2-3ცალი)
1 ჩ/კ დარიჩინი,
1 ჩ/კ სოდა,
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი,
მოხალული ნიგოზი
მარილი,
კვერცხს, შაქარს და ზეთს შევათქვეფთ ერთმანეთს, შემდეგ ჩავაყრით ფქვილს, ნიგოზს, დარიჩინს, სოდას, გამაფხვიერებელს და მარილს, კარგად ვურევთ, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეერიოს და ბოლოს ვამატებთ სტაფილოს. ისევ ვურევთ. შემდეგ ჩავასხამთ ნებისმიერი სახის ფორმაში და ვაცხობთ 170 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში. როცა გამოცხვება, გამოვიღებთ და ვაცივებთ ფორმაშივე და გაცივების შემდეგ გადმოგვაქვს ფორმიდან. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი, მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან რაც თქვენ გაგიხარდებათ :))
გემრიელად მიირთვით
ვიდეო:
Comments