top of page

სტაფილოს კექსი

  • Writer: nanonarnia
    nanonarnia
  • Jan 19, 2016
  • 1 min read

სტაფილოს კექსი ძალიან გემრიელია, ღირს რომ სცადოთ და გასინჯოთ :)

დაგვჭირდება:

4ც. კვერცხი,

2 ჭიქა შაქარი,

2 ჭიქა ფქვილი,

1 ჭიქა მცენარეული ზეთი,

2 ჭიქა გახეხილი სტაფილო (2-3ცალი)

1 ჩ/კ დარიჩინი,

1 ჩ/კ სოდა,

1 ჩ/კ გამაფხვიერებელი,

მოხალული ნიგოზი

მარილი,

კვერცხს, შაქარს და ზეთს შევათქვეფთ ერთმანეთს, შემდეგ ჩავაყრით ფქვილს, ნიგოზს, დარიჩინს, სოდას, გამაფხვიერებელს და მარილს, კარგად ვურევთ, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეერიოს და ბოლოს ვამატებთ სტაფილოს. ისევ ვურევთ. შემდეგ ჩავასხამთ ნებისმიერი სახის ფორმაში და ვაცხობთ 170 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში. როცა გამოცხვება, გამოვიღებთ და ვაცივებთ ფორმაშივე და გაცივების შემდეგ გადმოგვაქვს ფორმიდან. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი, მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან რაც თქვენ გაგიხარდებათ :))

გემრიელად მიირთვით

ვიდეო:


 
 
 

Comments


join us

 for the 

PARTY

Recipe Exchange @ 9pm!

ცოტა რამ ჩემს შესახებ

მე ვარ ნანა (ნანუჩი) მგელაძე, 11 წლის. ძალიან ვარ გატაცებული კულინარიით. ხლა ვსწავლობ ყველაფერს და იმედია შეცდომებს არ შეიმჩნევთ და გვერდში დამიდგებით... :)))

 

კულინარიის გარდა ძლიან მიყვარს ცურვა, გორგოლაჭებით სრიალი, მეგობრებთან ერთად თამაში და ინტერნეტში ძრომიალი <3

Tag Cloud
Follow Me
  • Facebook Basic Black
  • Twitter Basic Black
  • Google+ Basic Black

© 2023 by My Weight Lost Journey. Proudly Created with Wix.com

bottom of page